"ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად"- პრეზიდენტის პოზიცია კონსტიტუციის ახალი ვერსიაზე
პოლიტიკა - 14:31, 25 Apr, 2017     1864
გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით.

„მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა. საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით - კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას - პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მარავლპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს, ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42