"საქართველოს დელეგაცია აშშ-დან ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა"- პრემიერი
პოლიტიკა - 14:04, 25 Apr, 2017     2303

პრემიერმა აშშ-ში მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი შეაფასა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით ქართული დელეგაცია აშშ-დან ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა:"ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC), რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის.

საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მლნ ევროს რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც. ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალურ პროგრამაში - InnovFin ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და თანხამ 1 მლრდ ევროს მიაღწია.

ასევე მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ მიიღო.

მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings; Moody's; S&P-ის მიერ. ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის - წარმოების განვითარების ხელშეწყობაში, ექსპორტში, ტურიზმში, ფულადი გზავნილების მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაში და ა.შ. მთლიანობაში, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42