მცხეთაში DCFTA–ს ფარგლებში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 13:18, 25 Apr, 2017     1073
24 აპრილს, ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლების ორგანიზებით, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა შედგა. ღონისძიების მიზანს, ევროპასთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი წარმოადგენდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრებეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, პოზიტიური გამოცდილებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, DCFTA-ს ფარგლებში სანიტარული და ფიტოსანიტარულ (SPS) მოთხოვნებზე და სხვა. გენადი არველაძის განცხადებით, ამ საკითხების გათვალისწინება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ექსპორტირების პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ამასთან, ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორის შეკითხვებს უპასუხეს.

რეგიონალური სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ რეგიონს მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42