ანტიკორუფციულმა საბჭომ ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პოლიტიკა - 12:13, 25 Apr, 2017     919

ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის შესახებ საჯარო მოხელეთა საერთო ტრენინგგეგმა წარმოადგინა.

ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები.

ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:

საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვას;

ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას;

პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვას; აგრეთვე, პროკურორთა და მოსამართლეთა ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას;

მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვასა და მოსამართლეთა დამატებითი ანაზღაურების ბონუსების საკითხის გადაწყვეტას;

„საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სანქციების ჰარმონიზაციასა და პროპორციულობის უზრუნველყოფას; ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას; პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშვალდებულებების პროცესის დახვეწას;

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას;

ყველა მუნიციპალიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების მართვის ინტეგრირებას საჯარო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის;

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას;

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებას;

მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას და სხვ.

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42