„უკბილო არგუმენტებს იძლევიან, ალბათ პოლიტიკოსის საყმაწვილო სენია“ - კაციტაძე "ოცნების" ლიდერებს არგუმენტებს უწუნებს
პოლიტიკა - 12:53, 25 Apr, 2017     1741
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი და ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი საკორდინაციო საბჭოს წევრი, მამუკა კაციტაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს „საყმაწვილო სენისგან“ გათავისუფლებას ურჩევს.

საქმე ეხება 14 ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებების ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს. გუშინ ოპოზიციის წინადადება ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და თქვა, რომ „ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული”.

მდინარაძემ კი აღნიშნა, რომ „ოპონენტი პარტიები უკვე არარსებულ კანონებში ითხოვენ ცვლილებებს”.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კოდექსში და “თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითხოვდნენ.

მმართველი პარტიის პოზიციით, ოპოზიციამ “საარჩევნო კოდექსთან“ ერთად, ცვლილების განხორციელება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში მოითხოვა, რომელიც დღეს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სახით არსებობს და ასევე, პარლამენტს “თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რომელიც 2014 წლიდან ძალადაკარგულია.

„ნიუპოსტი“ საკითხის კომენტირებისთვის, მამუკა კაციტაძეს დაუკავშირდა, რომელიც მმართველი პოზიციის არგუმენტებსა და შეფასებებს „სასაცილოს“ უწოდებს.

„გულწრფელად გეტყვით ის რაც გუშინ წავიკითხე და მოვისმინე, პარლამენტის თავმჯდომარის, თუ ქართული ოცნების კიდევ ერთი სახის, ბატონი მდინარაძის მხრიდან, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

საქმე შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ, კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ, წარვადგინეთ რა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, მას დავურთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესატანი, ჩვენი აზრით აუცილებელი ცვლილებები. თავის დროზე ცალკე არსებობდა ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და ჩვეულებრივი კანონი "თბილისის შესახებ". შესაბამისად ჩვენ, ეს ორივე კანონი მოვიხსენიეთ, საარჩევნო კოდექსთან ერთად, რომელიც ჩვენი შეთავაზებით საჭიროებდა ცვლილებების გათვალისწინებას. ნაცვლად იმისა რომ ამ ორ ჭაბუკს, შინაარსობრივად გაეანალიზებინა, გაეაზრებინა ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები, საპასუხო რომ არაფერი ჰქონდათ, მოგვცეს ასეთი პასუხი, რომ 2014 წელს ორგანული კანონი "თვითმმართველობის შესახებ" და კანონი "დედაქალაქის შესახებ" ქართულ ოცნებას ერთ კოდექსში მოუქცევია და მისთვის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" დაურქმევია და პასუხი გვესმის ასეთი, რომ ამ ხალხმა ისიც კი არ იცისო, რომ "დედაქალაქის კანონი" საერთოდ არ არსებობსო, ხოლო "ადგილობრივი თვითმმართველობისას კანონი" კი არ ჰქვია, არამედ კოდექსი ჰქვიაო. ჩვენს წინადადებებზე მთელი პასუხი იყო ეს.

მოდი და ამ ორ ყმაწვილზე ნუ გაგეცინება. ისინი პოლიტიკაში ფეხის ადგმის პროცესში არიან და რაღაც უკბილო არგუმენტებს იძლევიან. შე კაი კაცო, თუ არ შეგიძლია პასუხი გამცე, ან ბოლოს და ბოლოს არ მეთანხმები, მითხარი რომ არ გეთანხმები და არ გავითვალისწინებ შენს აზრს. რაღაც სამართლებრივ კაზუისტურ დეტალებით ნუ ცდილობ, რომ სიტუაციიდან თავი გამოიყვანო. რას იზამ, ესეც ალბათ პოლიტიკოსის საყმაწვილო სენია. დარწმუნებული ვარ რომ, როცა ცოტა უფრო წამოიზრდებიან და დაბრძენდებიაან ეს სენი გადაუვლით და უფრო არსობრივი, შინაარსობრივი, თვისობრივი საუბრისთვის იქნებიან მზად“- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42