"სააკაშვილის მიერ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, ენმ-ს დაჯარიმება ემუქრება"- ბიბილაშვილი საარჩევნო კოდექსში ჩანაწერს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:08, 25 Apr, 2017     3883
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა - წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს დარღვევად იყოს მიჩნეული, კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილის მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

„კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია.

კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა საარჩევნო კოდექსში ცვილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც რეალურად მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ.

საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, დაჯარიმდება მთავარი ოპოზიციური პარტია.

კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც:

კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს.

მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა მისი გაჩუმებაც უნდათ. ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ეს ორგანო ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად.

ეს ცვილებები ადასტურებს, რომ ივანიშვილს საკუთარი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დაცვა მხოლოდ უკანონობით და უსამართლობით წარმოუდგენია. მას კარგად ესმის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს პირობებში მის ხელისუფლებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

გარანტიას ვაძლევთ მას, რომ ქართველი ხალხთან ერთად მოვაშორებთ მას საქართველოს, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ შინაურ მტერს."- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42