„გოგონა უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული“ – 112-ის ოპერატორის ძალისხმევით გადარჩენილი სიცოცხლე
სოც.მედია - 11:56, 25 Apr, 2017     23828

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი სოციალურ ქსელში 24 წლის გოგონაზე წერს, რომელმაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა, თუმცა, 112-ის ოპერატორის ძალისხმევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მისი გადარჩენა შეძლო:

„დღეს ეს გოგონა ცოცხალია... ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება 112-ის, რომელმაც მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიკვდილისგან იხსნა... ვინ მოსთვლის რამდენ ასეთ ისტორიას ინახავს 112 და კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ...

„112“-ში ახალგაზრდა გოგონა რეკავს...

„112“-ის ოპერატორი: „112“ გისმენთ.

მოქალაქე: გამარჯობა, შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება?

„112“-ის ოპერატორი: გამარჯობა, რა თქმა უნდა, გისმენთ.

მოქალაქე: 100 საძილე აბი რომ დალიოს ადამიანმა, რა მოუვა?

„112“-ის ოპერატორი: დალია ვინმემ?

მოქალაქე: არა, არა, მხოლოდ მაინტერესებს, რას უზამს...

„112“-ის ოპერატორი: გთხოვთ, მითხარით, ვინ დალია და მისი მისამართიც, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოვუშვათ.

მოქალაქე: არა, არა, მადლობა...

და ახალგაზრდა გოგონამ ტელეფონი გათიშა...

იმის მიუხედავად, რომ შსს სსიპ „112“-ში, სამწუხაროდ, დღე-ღამის განმავლობაში არამიზნობრივად ათასობით მოქალაქე რეკავს და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ოპერატორმა აღნიშნული მოქალაქის ზარი საეჭვოდ მიიჩნია და გადამოწმების მიზნით გადაურეკა.

„112“-ის ოპერატორი: ქალბატონო, „112“-დან გიკავშირდებით... მინდა, გადავამოწმო, ნამდვილად არ გჭირდებათ დახმარება?

მოქალაქე: თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ...

გოგონამ აგრესიულად უპასუხა ოპერატორს და ისევ გათიშა ტელეფონი.

ოპერატორმა რამდენიმეჯერ კიდევ სცადა გოგონასთან დაკავშირება და მისამართის გაგება, თუმცა ამაოდ... გოგონა დარეკვისთანავე თიშავდა ტელეფონს.

„112“-ის ოპერატორი მიხვდა, რომ შესაძლოა მისი ეჭვი გამართლებულიყო და წამები გადამწყვეტი ყოფილიყო. ბაზაში სასწრაფოდ მოძებნა აღნიშნული ნომრიდან მანამდე განხორციელებული ზარი, ჩაინიშნა მითითებული მისამართი და დაუყოვნებლივ გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ადგილზე მისულ ექიმებს 24 წლის გოგონა უგონოდ მყოფი დახვდათ. მას 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული...

რომ არა „112“-ის ოპერატორის სწრაფი რეაგირება, 24 წლის გოგონა სუიციდით დაასრულებდა ცხოვრებას“, - წერს ტატო კუჭავა სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42