Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 000 000 დოლარია.
"ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 500 000 დოლარად 2006 წელს შეიძინა. "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 000 000-ლარიანი დავალიანება, აქედან 68 000 000 ლარი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიმართ, 2009 წლისთვის დაუგროვდა. ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი 2009 წელს დანიშნა.
საქართველოს მთავრბისგან ათულობით მილიონი დოლარს ითხოვს კომპანია „ინტერ რაოც“. რუსული მედიის ცნობით, კომპანია საინვესტიციო დავას იწყებს და ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირებას ითხოვს.
"თელასის" მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მთავრობასთან აქტივების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და 2013 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმში ვალუტის გაუფასურების გამო ზარალის კომპენსირება იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2016 წელს ტარიფების ცვლილების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
მასალის გამოყენების პირობები






