საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან
პოლიტიკა - 10:36, 25 Apr, 2017     1085
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტზე ვენეციის კომისიას ინფორმაციას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა ასევე უმცირესობაც მიაწვდის. ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების წევრები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს ვენეციის კომისიის წევრებს ცალცალკე გააცნობენ, შესაბამისად მოლოდინებიც ადიკალურად განსხვავებული აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობა ევროპელი ექსპერტებისგან, მთლიანობაში კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„მზაობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნის ან ნეგატიური შეფასების მქონე ნორმები არ ჩავდოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში,“ - განაცხადა ვიცე პიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

უმრავლესობისგან განსხვავებით შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არადემოკრატიულად მიაჩნია „ევროპულ საქართველოს“ და ვენეციის კომისიისგან შესაბამისი შენიშვნების მოლოდინიც აქვს:

„არ შეიძლება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჯგუფს ჰქონდეს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მხოლოდ ის იყოს მართალი და ცდებოდეს ყველა დანარჩენი. იქნება კონკრეტული თემებიც, როგორიც არის მაგალითად, გადაუნაწილებელი ხმების მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან მოხვედრა. ჩვენი პარტიაც რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მაინც გაუმართლებელი და საზიანო იქნება ამ გაუნაწილებელი ხმების პირველ ადგილზე გასულ ნებისმიერ პარტიასთან მოხვედრა,“ -განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ოფიციალურად დოკუმენტს რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების დარეგისტრირებისა და პროექტის თარგმნის შემდეგ, რამდენიმე დღეში მიიღებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42