,,14 ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონების ნაწილი აღარ არსებობს და მათი წინადადება აბსურდულია“ - კობახიძე
პოლიტიკა - 22:25, 24 Apr, 2017     1944
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა, რომელშიც ოცდაათამდე კანონპროექტი და რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება იყო წარმოდგენილი.

მათ შორის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართვა 14 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების (ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და „თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვის ვადის გაგრძელება და მასში იურიდიული კომიტეტის ჩართვა, რომელსაც ბიურომ მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი კანონების ნაწილი აღარ არსებობს და სათაურშივე არის დაშვებული ხარვეზები, საკანონმდებლო წინადადებაც აბსურდულია და მისი განხილვის ვადის გაგრძელების მოთხოვნაც. ასევე არ არის გასაზიარებელი, რომ იურიდიული კომიტეტი ჩაერთოს განხილვაში. ეს მეტყველებს, რამდენადაა ესა თუ ის პარტია მომწიფებული, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელოს. როგორც ჩანს, ამ მხრივ მძიმე სიტუაცია გვაქვს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზეც, რომელთა შორის არის საკანონმდებლო წინადადებები, კომიტეტების მიმართვები პროექტების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე და დეპუტატების უცხოეთში მივლინების ანგარიშები, რომლებიც ბიურომ ცნობად მიიღო.

ბიურომ ცნობად მიიღო ასევე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ მიმართვა „ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საპარლამენტო საბჭოში“ ფრაქციის კუთვნილი კვოტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დათმობის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42