ჯგუფი "სახეს" კონცერტთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს
სოც.მედია - 18:16, 24 Apr, 2017     23006
ჯგუფი "სახეს" ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე, ჯგუფის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა:

"სა - ერთოდ ვფიქრობდი არაფერი მეთქვა ამ ამბავზე, მაგრამ ბევრი მეკითხება და შევეცდები ჩემი პოზიცია ნაწილობრივ ავხსნა...

ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ . . .

მესმის, ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ „სახე" ჩემთვის ის მუსიკაა, ის ეპოქა, ის კონტექსტი, ის ქვეყანა და ის რეალობა, რომელიც იყო.

არ მიმაჩნია სწორად, ახლა ხელოვნურად შევიკრიბოთ

და მსმენელს ათასჯერ გადამღერებული, გადაკეთებულ/გადმოკეთებული სიმღერები, ისევ ერთად ვუმღეროთ.

და როგორ უნდა ვუმღეროთ?...

მარტო სიმღერაც ხომ არაა...

რას გამოვასხივებთ?

-არ ვიცი.

გულწრფელები ვიქნებით სცენაზე?

-ვერა.

თავის დროზე, „სახე" ერთი მთლიანი იყო.

საერთო საქმე და ცხოვრება გვქონდა, ერთად ვფიქრობდით, ერთად ვგეგმავდით, ერთად ვათენებდით ღამეებს სტუდიაში, ერთად ვიხარშებოდით მურტალი ეპოქის ყოველდღიურობაში.

ახლა, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი საკმაოდ განსხვავებული პრინციპები, ხედვები და მიზნები (მათ შორის მუსიკაშიც)

ისიც მესმის, რომ უამრავი მსმენელი მიიღებს სიამოვნებას წარსულის გახსენებით, ძველი სიმღერების მოსმენით.

ბევრიც ჩემზე გაბრაზდება, როგორც დისონანსის შემომტანზე ამ „ჰარმონიაში".

არაა პრობლემა, მესმის

ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ კაცებს (ბიჭებს მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჰა...)

მე არ ვმონაწილეობ „სახე20" -ში და ამით, იმ „სახე"-ს გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო.

p.s. ბევრი წლის ინტერვალის შემდეგ, ჩემი შვილი პირველად რომ წავიყვანე ცირკში, მთელი წარმოდგენა გაოცებული ვაცეცებდი თვალებს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს ხომ ნამდვილად ის შენობაა, ბავშვობაში მშობლებს რომ მოვყავდი და აღტაცებული ვიყავი მისი გრანდიოზულობით და სილამაზით?!... რა დაემართა, როგორ დაპატარავდა ასე?!...

ყველაფერს თავის დრო აქვს"- წერს გოგა ხაჩიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42