სტიქიის შემდეგ ქალაქი ოზურგეთი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
პოლიტიკა - 17:40, 24 Apr, 2017     2091
სტიქიასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილემ გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა.

გრიგალმა ქალაქ ოზურგეთში საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვია. ძლიერმა ქარმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.

ქალაქის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მიყენებული ზიანის ოდენობა დადგინდება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება.

ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი:

,,გუშინდელი სტიქიის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე, ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქები გვიკავშირდებიან და შემოაქვთ განცხადებები. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაზიანებულია 250-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავი და 10-მდე კორპუსი. დღეს მინისტრის მოადგილე პირადად გაეცნო სტიქიის მძიმე შედეგებს, სამოქმედო გეგმა დავსახეთ და თანხების მობილიზების შემდგომ ერთობლივად დავიწყებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42