„ნიუპოსტი“ შეეცადა ბრალდების ადრესატთან დაკავშირებას, თუმცა როგორც გავარკვიეთ გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი შვებულებაში იმყოფება და ტელეფონიც გათიშული აქვს. მის ნაცვლად მეხრიშვილის ბრალდებებს გამგეობის სხვა თანამშრომლემა უპასუხა „ჩვენ დავუთმეთ, არ გვინდოდა ახალგაზრდა კაცია და გაგვენაწყენებინა. წარულიც ისეთი აქვს, რომ სამართალში ნამყოფია. აი უნდა გამოგვეძახებინა პატრული, ადგილზე დაეფიქსირებინათ ყველაფერი და მიგვეცა იმათთვის ჩვენება, პასუხისმგებლობას გაითვალისწინებდნენ მაგისი და მერე გაიგებდა საჯარო მოხელის შეურაცხყოფა როგორ უნდა. ფიზიკურამდე ჩვენ არ მივუშვით თორე, ეგ აუცილებლად გააკეთებდა მაგას. ეხლა გაღმა გვედავება, გამოღმა რომ დარჩეს და როგორ შეგვედავება მაგასაც ვნახავთ“-აცხადებს ნოდარ ივანიშვილი.
შეგახსენებთ, მოქალაქე ზაზა მეხრიშვილსა და ხაშურის გამგეობის მაღალჩინოსნებს შორის დავა დიდი ხანია გრძელდება. გასულ წელს, გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მეხრიშვილს ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ჩანაწერი მაშინ მეხრიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა და გასაჯაროების შემდეგ გურასპაშვილს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.
მასალის გამოყენების პირობები






