უშიშროების საბჭოს მდივანი სეიფულაჰ ჰაჯიმუფტუოღლუს შეხვდა
პოლიტიკა - 15:03, 24 Apr, 2017     1474
საქართველოს ერეოვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანს, გუბერნატორ სეიფულაჰ ჰაჯიმუფტუოღლუს შეხვდა.

1 საათიანი შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შეფასებისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა. ამ კონტექსტში, მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანმშრომლობის მომავალი გეგმები განიხილეს.

უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად შეხვედრას მდივნის მოადგილე ალექსი ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბრაგვაძე, საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ კუჭუხიძე და თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა ესწრებოდნენ. თურქულ მხარეს უშიშროების მდივანთან ერთად წარმოადგენდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზეკი ლევენტ გუმრუქჩუ, თურქეთის უშიშროების საბჭოს კვლევისა და შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ატა ატალაი, ევრაზიის ჯგუფის უფროსი ელჩინ ტესქანი, გენერალური მდივნის მრჩეველი მურატ ატეში და თურქეთის საელჩოს მესამე მდივანი გიზემ შენი.

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი, გუბერნატორი სეიფულაჰ ჰაჯიმუფტუოღლუ საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან დავით სუჯაშვილთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42