გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 13:55, 24 Apr, 2017     1427
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და გაძლიერებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკაშირებულ საკითხებს.

„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე - თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე.

განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, და ასევე, მაისში, „ბი სე კი-ს“ ფორუმის ფორმატში საუბარი იქნება სამმხრივ თანამშრომლობებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42