„გარდაცვლილი 13 წლის შვილი დედამ ნახა“- "სელფის" გადაღების დროს მომხდარი უბედური შემთხვევა თუ სუიციდი
შემთხვევა - 12:32, 24 Apr, 2017     115335
ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ შემზარავი შემთხვევის ირგვლივ რამდენიმე ვერსია განიხილება.

გარდაცვლილია 13 წლის გოგონა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ფოტოს გადაღების დროს გადმოვარდა. ასევე საუბრობენ თვითმკვლელობასა და მოზარდის გადმოგდებაზე.

ამ დროდმე უცნობია, მარტო იყო ის თუ ვინმესთან ერთად.

„თქვეს, რომ ბავშვი გადმოვარდა, დაინახეს მიწაზე. როგორ, რანაირად, საიდან არავინ არაფერი არ იცის. ზოგი ამბობს, რომ თამაშობდნენ, ზოგი ამბობს რომ „სელფის“ გამო, ზოგიერთის თქმით, კი ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს“- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

ადგილობრივების თქმით, მოზარდი ავტომობილს დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

„დედა ეძებდა თურმე, გარეთ გამოსულა გოგონას მოსაძებნად, ამ დროს საშინელი ხმა გაუგიათ, ავტომობილს ადამიანი დაეცაო, ადგილზე მისულ დედას საკუთარი შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფოც იყო მოსული, თუმცა უშედეგოდ“- ამბობს თვითმხილველი.

მეზობლების თქმით, იმ კორპუსის სახურავზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მოზარდები ხშირად იკრიბებიან, რადგან სხვენში ასავლელი ღიაა და უსაფრთხოების ზომებიც არ არის დაცული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42