საკონსტიტუციო ცვლილებები - ევროპული საქართველოს ლიდერები ინფორმაციას ვენეციის კომისიის წევრებს მიაწვდიან. პარტიის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებია, ისინი კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, ისინი ევროპელ ექსპერტებს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ:
„უმცირესობა შევხდებით ვენეციის კომისიას და გავუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს, რატომ არის საზიანო საქართველოს მომავლისთვის და ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის ის გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის სურვილი აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც.
„ჩვენ გვექნება საუბარი საკონსტიტუციო რეფორმებზე, სისტემურ რეფორმებზე, იმ სიახლეებზე, რაც იგეგმება და საკმაოდ ბევრი შეხვედრა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან, სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია პირველ წყაროდან უახლესი პოლიტიკური სიახლეების თაობაზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






