ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა მისია ოფიციალურად გადაიბარა
პოლიტიკა - 10:31, 24 Apr, 2017     2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა. მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მურთაზ გუჯეჯიანმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის „ალფა“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო „ბრავო“ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ ქვედანაყოფს კი, მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. „მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ბრუნდება. მათ იმ სტანდარტს გადააჭარბეს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ისინი საქართველოში ამაყად ბრუნდებიან, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულეს. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მივესალმები, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულს. ძალთა დაცვის პასუხისმგებლობასთან ერთად, მიიღეთ გამოწვევა და გააგრძელეთ იმ სტანდარტების გაუმჯობესება, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა ასეულებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, ამოცანის შესრულების პერიოდში თქვენი ქვედანაყოფიც თქვენს სამშობლოს სიამაყის საფუძველს მისცემს“, -აღნიშნა პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა.

გადაბარების ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ვანდერბერგი და ამავე ბაზის მთავარი სერჟანტი ქეისთ გვინი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახეურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირადი შემადგენლობა, უკვე ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად, საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42