“შემაჯამებელი სხდომის წინ, კომისიის შემადგენლობის შეცვლა არის სრულიად აბსურდული და უსუსური რეაქცია” – ნიკოლოზ მაჭუტაძე
პოლიტიკა - 14:49, 23 Apr, 2017     3141
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, კომისიის სემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის შემადგენლობის შეცვლას ეხმაურება ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი. ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც პირველმა დატოვა საკონსტიტუციო კომისია, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოებული ,,ე.წ. რეფორმა არის აბსოლუტურად არალეგიტიმური პროცესი“.

,,პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათელყოფს იმას, რომ ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს განცდა პოლიტიკური და პროცედურული ეთიკის.

ისინი არ სცნობენ ინსტიტუტებს და ორგანოებს, რომლითაც მუშაობს დემოკრატია“ - აცხადებს მაჭუტაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით და მას უქვემდებარებს ყველა იურიდიულ, ნორმატიულ აქტს იქნება ეს კომისიის დებულება, კანონები თუ კონსტიტუცია.

,,ხელისუფლება ისევე მოექცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებას, როგორც ექცევიან ყველა ნორმატიულ აქტს და მათ შორის უმაღლეს იურიდიულ და პოლიტიკურ დოკუმენტს, კონსტიტუციას. მათთვის პროცედურული წესები, დემოკრატია , იურიდიული ეთიკა არის აბსოლუტურად უცხო რამ. მათ ამ ცნებებთან არ აქვთ საერთო და ეს ადამიანები არიან ძალიან საშიში ქართული დემოკრატიისთვის, რაც გამოიხატება იმ პროცესში, რომელსაც პირდაპირ ჰქვია სახელმწიფო ხელისუფლების შტოების უზურპაციის მცდელობა, რომელიც საღდება საკონსტიტუციო რეფორმის სახელით

საკონსტიტუციო კომისიას აღარ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია. შემაჯამებელი სხდომის წინა დღეს კომისიის შემადგენლობის შეცვლა არის სრულიად აბსურდული და უსუსური რეაქცია იმ პროცესზე, რომელიც დავიწყეთ ჩვენ და რომელსაც გამოეხმაურა მთელი ოპოზიცია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წ ე.წ საკონსტიტუციო რეფორმა არის აბსოლუტურად არალეგიტიმური პროცესი“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ ნიუპოსტთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42