"ძალიან დახვეწილი დოკუმენტი" - კობახიძე ახალი კონსტიტუციის პროექტით კმაყოფილია
პოლიტიკა - 20:15, 22 Apr, 2017     2598
პარლამენტისა დასაკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს "ძალიან დახვეწილი დოკუმენტს" უწოდებს.


"ფართო ჩართულობის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთრომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მხარი დაუჭირეს დოკუმენტს - კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს, რომელითაც საქართველოს კონსტიტუციაში ფუნდამენტურად იცვლება მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციები"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

კობახიძის თქმით, "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს".

"ჩვენს წინაშე პარლამენტის მხრიდან 2 ამოცანა იყო დასახული - ეს იყო პირველ რიგში, კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. ეს მიზანია ზედმიწევნით მიღწეულია. რაც შეეხება მეორე მიზანს - ეს იყოს ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა, სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისთვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით მიღწეულია. სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურებოდა ის დოკუმენტი, რომელიც კომისიის მიერ შემუშავდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საბოლოოდ პარლამენტში ექნება მხარდაჭერა იმ დოკუმენტს, რომელიც წარდგენილი იქნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 70-80% მაინც იმ ცვლილებებისა, რომლებიც აისახა, ეკუთვნოდა სწორედ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსალოდნელ დასკვნას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ყველა სამართლებრივი შენიშვნა, რომელიც იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მიერ, ბოლომდე იქნება გაზიარებული და ასახული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42