„პირველად დაიგეგმა რეალურად ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესი, რომლის საფუძველზეც ძალიან ფართო წარმომადგენლობით შემუშავდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩვენ გვქონდა 2 ძირითადი ამოცანა, ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, და მეორე ძალიან მყარი, დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება.
ამ ორი მიზნის შესაბამისად მოქმედებდა თითოეული ჩვენგანი, როდესაც მუშაობდა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტზე. პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ არა თუ საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს არ არგებს კონკრეტული ძალა საქართველოს კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი რეგულაციები, ახალი რედაქცია კონსტიტუციის, პირდაპირ ეწინააღმდეგება მმართველი ძალის სუბიექტურ ინტერესებს. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელზეც არის დაფუძნებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. კონსტიტუციის ყველა თავს ფუნდამენტური ცვლილებები შეეხო. დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული ტექნიკის ისე კონცეპტუალურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით“ - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები






