სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა
პოლიტიკა - 15:17, 22 Apr, 2017     1220
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოსა“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტელეები გადასცეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. დღის ბოლოს ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის ფარგლებში პრობაციონარებმა დაწესებულების სკვერში ფოთლოვანი ჯიშის ხეები დარგეს.

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42