უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია
პოლიტიკა - 14:54, 22 Apr, 2017     1683
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.

პავლო კლიმკინის განცხადებით , უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები და ღირებულებები, ისეთი, როგორიც არის ევროინტეგრაცია, მათი საერთო პრობლემა კი რუსეთია და ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. „ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი. რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველ დღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული პატივისცემა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს სრულიად შეუფასებელია და ადამიანის გრძნობებს ეხება. ეს ეხება იმას, როგორი იქნება დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენ ზუსტად ისეთივე ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია და ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობა. მაგრამ ჩვენ მსგავსი გამოწვევები და საფრთხეებიც გვაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ბატონისთვის ხელის ჩამორთმევა. ვიგრძენი, რომ პირველად შევეხე რუსული ოკუპაციის რეჟიმსა და ამ რეჟიმის ტყვეს, რომელიც ასე მტკივნეულად იტანჯება. ჩემი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა კონტაქტები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ეს არის ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა .

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42