"მთელი საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს კონსტიტუცია არის უსამართლობის სიმბოლო. ეს კონსტიტუცია არის ის კონსტიტუცია, რომელიც ართმევს მოქალქეებს არჩევანის უფლებას," - განცხადა აკაკი მინაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„პრემიერმინისტრს აქვს შეთავაზება ჩვენგან, რომ ჩაატაროს პლებისციტი... თუ ამაზე უარს იტყვის პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული ოცნება, ბუნებრივია, ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი კი აღნიშნავს, რომ საბოლოო პროექტს კონსტიტუციური კანონის საკონსტიტუციო კომისია მიიღებს.
"იქნება კენჭისყრა. უკვე კომისიის წევრებისთვის ცნობილი არის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში საქმიანობის შედეგად იქნა შემუშავებული და მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კონსტიტუციური კანონის პროექტი, თუ ის გახდება შემდგომ უკვე კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი, ეს არის ის ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს კენჭს დღეს უყრიან. საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






