კახა კახიშვილი ფლორიდის შტატის მოსამართლე მარკ ა. სპაისერს შეხვდა
პოლიტიკა - 11:38, 22 Apr, 2017     1407
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლე მარკ ა. სპაისერს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მოსამართლეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა მასშტაბური რეფორმები, რომელთა მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება იყო. ამ მიზნით, 60-მდე კანონში ცვლილებები შევიდა.

კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აღარ გამოიყენება პენიტენციური დაწესებულებათა მართვის მეთოდად, მკვეთრად შემცირდა სიკვდილობის მაჩვენებელი, გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის აღსანიშნავია ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამები.

შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად პენიტენციური დაწესებულებები აღარ არის მხოლოდ იზოლაციისათვის განკუთვნილი ადგილი. ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, სისტემაში წარმატებით მიმდინარეობს მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად კი, მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღების საშუალებაც ექნებათ. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნამუშევრების რეალიზაციისათვის სპეციალური ონლაინ მაღაზია შეიქმნა, საიდანაც გაყიდული ნივთის საფასური მსჯავრდებულებს საკუთარ ანგარიშზე ერიცხებათ.

მოსამართლე მარკ სპაისერს განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პროგრესული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნადაა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენ მიერ გატარებული რეფორმებით. თქვენ მსჯავრდებულებს მიეცით იმედი, რომ ისინი უკეთესები გახდებიან და საზოგადოებაში მარტივად გაივლიან რესოციალიზაციას. შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ფლორიდისა და საქართველოს გამოცდილებათა გასაზიარებლად. ვისაუბრეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა საკითხებსა და დაწესებულებათა მართვის სხვადასხვა მეთოდებზე“, - აღნიშნა მარკ სპაისერმა.

ფლორიდის შტატის მოსამართლე საქართველოში ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42