გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:12, 22 Apr, 2017     2721
გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაფუძნების 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში კვირიკაშვილი ყოფილი პრემნიერის ბიძინა ივანიშვილს ორჯერ ახსენებს და ამბობს, რომ რომ ყოფილი პრემიერის მიერ შექმნილი პარტიის გამოჩენამ გააჩინა იმედი, რომ სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

"დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

სწორედ 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები.

ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს"- აღნიშნავს კვირიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42