,,აბა გამოიცანით, რომელი სექტის მღვდლებს აქვთ კისერზე ჩამოკიდებული გირჩიდან გამოთლილი ჯვრები.?
ასე იცის საკონსტიტუციოს მიერ დაშვებული ნორმის ყოველდღიურმა მოხმარებამ!“ - წერს კვაჭანტირაძე.
პარტია „გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნეს. ორგანიზაციის დარეგისტრირება 2017 წლის მარტში მოხდა. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.
აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მთავარი მღვდელმსახური პარტია გირჩის წევრი ნიკა ობოლაძეა.
მასალის გამოყენების პირობები






