გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეოსაქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო.
მხარეებს შორის საუბარი საქართველო - უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო,ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინისპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციისმხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები დასაერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.
აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყანის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობაკონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტისმხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოსმდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები.
მასალის გამოყენების პირობები






