"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება
პოლიტიკა - 18:39, 21 Apr, 2017     4026
პარტია „გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნეს. ორგანიზაციის დარეგისტრირება 2017 წლის მარტში მოხდა. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

გავრცელებული ინფორმაციით ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა 5 პირმა უკვე შეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადება.

აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მთავარი მღვდელმსახური პარტია გირჩის წევრი ნიკა ობოლაძეა.

ორგანიზაცია ხვალ 22 აპრილს, 17:00 საათზე, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ორგანიზაციის დროებით ოფისში, ალ. ყაზბეგის 46 ( გირჩის ოფისი ) შედგება. შეხვედრაზე დეტალურად იქნება საუბარი რელიგიური გაერთიანების გეგმებისა და მიზნების შესახებ.

როგორც პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის ქმედება 100%-ით არის ლეგალური და წესრიგში:

„ამ რელიგიის სახელით მრვდელმსახურებად ვარეგისტრირებთ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ მიდიან და აბარებენ საბუთებს შესაბამისი რაიონების გამგეობებში და ისინი თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურისგან. ეს ყველაფერი 100%-ით არის ლეგალური და წესრიგში. ამჟამად არის 6 ახალგაზრდა გათავისუფლებული, თუმცა ახლა რიგი გვიდგას.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ორგანიზაციის მთავარმა მღვდელმსახურმა ნიკა ობოლაძემ ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელსაც ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

„თუ ადამიანი არ არის ჰომოფობი, არ არის პრორუსი და ფაშისტი, თუ მიაჩნია, რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანი და არა სხვა რაღაც იდეოლოგიები. ეს უკვე საკმარისია, რომ მოვიდნენ ჩვენთან გავესაუბროთ და შესაბამისად მიიღონ დოკუმენტი“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი. გოჩა ხარშილაძის თქმით გაწვევასა თუ გადავადებასთან დაკავშირებით მსჯელობის უფლება აქვთ თვითმმართველობებში შექმნილ გამწვევ კომმისიებს:

„ამჟამად მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის პროცესი, რომელიც დაიწყო თებერვლის თვეში და გასტანს ივნისამდე. წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით მსჯელობის უფლება აქვთ თვითმმართველობებში შექმნილ გამწვევ კომმისიებს. მათი მსჯელობის შედგეად ხდება გაწვევის თუ გადავადების გადაწყვეტილების მიღება“- განაცხადა გოჩა ხარშილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42