ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:44, 21 Apr, 2017     1935
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას ავცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ორი დღეა ადგილობრივი მედია საშუალებები არასწორად აშუქებენ იმ სასამართლო დავებს, რომლებშიც ქალაქ ოზურგეთის მერია მონაწილეობს. საქმე ეხება შპს ‘’კახური ტრადიციული მეღვინეობისა’’ და ’’გურია პალასი’’-ს, ასევე, თამარ ნადირიძისა და კახა ჩავლეშვილის სარჩელებს.

სტატიები, რომლებიც აღნიშნულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება, შეიცავს ბევრ უზუსტობას და მცდარ ინფორმაციას. მათი გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ სტატია მომზადებულია მოცემული საქმეების შინაარსში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაურკვეველი პირის მიერ ან /და ქალაქის მერიის დისკრედიტაციის სურვილით შეპყრობილი პირების მიერ.

კონკრეტული ბიზნესმენის მიერ ქონების დაბრუნებასთან და მსგავს ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ კონკრეტული იურიდიულ პირი აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით კი ქონების შემძენის მიერ არცერთი ვალდებულება შესრულებული არ არის. შესაბამისად, ქონება ვერ დაუბრუნდება მას, ვისაც იგი არ ეკუთვნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, შევაფასებთ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ქონება არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

რაც შეეხება დავას ჩაის სახლთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ასევე, დამახინჯებული სახით, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოსარჩელეების მოთხოვნა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული და საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არავითარი ბაჟი გადასახდელი არა აქვს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42