ე.წ ბინადრობის მოწმობა- რა პირობებს უყენებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის მაცხოვრებლებს
პოლიტიკა - 16:39, 21 Apr, 2017     11828
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე იმსჯელეს. დე ფაქტო შს მინისტრის ასლან კობახიას განცხადებით, მკაცრად დაისჯება ყველა ვინც ყალბი დოკუმენტების დამზადებაში იქნება შემჩნეული. კობახიას თქმით, არ უნდა განმეორდეს სიტუაცია, როდესაც „საქართველოს მოქალაქის ყალბი დოკუმენტებით ხდებოდა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება ან მისი „ყიდვა“.

„როდესაც თქვენ გასცემთ მოწმობას, რომ პიროვნება აქ ცხოვრობს, ასჯერ დაფიქრდით, რადგან თქვენთან შესაძლოა პროკურორი ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოვიდეს“- მიმართა კობახიამ საპასპორტო განყოფილების თანამშრომლებს.

კობახიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ.

„მე მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ, თუ ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე, ძალიანაც რომ მოინდომოს აფხაზეთის მოქალაქე ვერ გახდება.“- აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქემ ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და თხოვნით მიმართოს აფხაზეთის პრეზიდენტს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის თანახმად, პასპორტის მოღება შეუძლია ადამიანს, რომელიც 1994-1999 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ეს არის მთავარი მომენტი- განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საპასპორტო განყოფილების ხელმძღვანელმა რომან ძაფშბამ.

„მოქალაქემ უნდა მიიტანოს დაბადების მოწმობა, ფოტო, გადახდის ქვითარი, შემდეგ კი მოხდება შემოწმება უშიშროების ხაზით, თუ ადამიანი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მას მიეცემა აფხაზეთის პასპორტი“- განაცხადა ძაფშბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აფხაზეთის მოქალაქეობა არ ეკუთვნის, ის იღებს ბინადრობის უფლებას. ბინადრობის უფლების მიღება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიიც გალის რაიონის სოფლებში 1999 წლიდან მინიმუმ 10 წელი მაინც ცხოვრობდნენ.

„ასევე ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე 1999 წლიდან ცხოვრობენ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აფხაზეთის მოქალაქესთან ქორწინება აკავშირებთ. “- აღნიშნა ძაფშბამ.

საცხოვრებელი ადგილის შესახებ მოწმობას სოფლის ხელმძღვანელები გასცემენ და მასში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელი წლიდან ცხოვრობს პირი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას გალის რაიონის მაცხოვრებლები 4 სახის დოკუმენტს იყენებენ, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, წლის ბოლოსთვის მოქმედებაში მხოლოდ ორი სახის დოკუმენტი უნდა დარჩეს. ამასთანავე შეხევდრაზე დაზუსტებული იქნა ისიც, რომ თუ ადამიანი წლის განმავლობაში 6 თვე არ იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე მას ბინადრობის მოწმობა ჩამოერთმევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42