დიდგორის დღეს შესაძლოა უქმედ აღარ გამოცხადდეს - რა მოთხოვნა გააჟღერა თურქულმა მხარემ არაოფიციალურ შეხვედრაზე
პოლიტიკა - 16:40, 21 Apr, 2017     17731
"ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის -12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ და უქმედ გამოცხადებას გულისხმობს, შესაძლოა შეჩერდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის კორექტირება თურქულმა მხარემ მოითხოვა.

ფაქტს "ნიუპოსტთან" ნაწილობრივ ადასტურებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

"კანონპროექტი შეჩერებული არ არის, თურქეთის საელჩომ თავისი დამოკიდებულებები დააფიქსირა... თხოვნა არა, მათ თავისი აზრი დააფიქსირეს, დამოკიდებულება გამოთქვეს. ჩვენ მეორე მოსმენამდე ისედაც ვეძებდით უფრო ოპტიმალურ ვარიანტს, ყოფილიყო ისეთ დროს განზოგადოებული, რომ მომხდარიყო წარსულთან, გამარჯვებებთან ასოცირებული. ასე, რომ ჩვენ ამას განვიხილავთ მეორე მოსმენით"- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, რა სახის კომუნიკაცია შედგა თურქულ მხარესთან და რა არის მათი მთავარი არგუმენტი, ნუკრი ქანთარია ამბობს: "მათ (თურქეთის საელჩოს - ავტ.) აქვთ მოსაზრება, იქნებ დაუშვათ ეს დღე არ იყოს დასვენების დღე, რადგან ასოცირდება წინაპრებთან. მათ ასე მიაჩნიათ ყოველ შემთხვევაში და შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული ჯგუფი, ხალხი რომლებმაც ეს თემა გამოიყენოს. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი მეზობელია, მეგობარია, თუმცა იმ თურქეთთან კავშირი საერთოდ არ აქვს, მაშინ თურქები არ იყვნენ, ოსმალეთის იმპერიაც არ იყო, მაგრამ მან თავისი აზრი გამოთქვა. ეს არის და ეს".

"ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ პროექტის კორექტირება თურქულ მხარეს ოფიციალურად არ მოუთხოვია. ქანთარიას თქმით, საელჩოს პოზიცია არაოფიციალურ შეხვედრაზე გაჟღერდა.

"ეს ოფიციალური შეხვედრა არ იყო, ეს იყო მხოლოდ არაოფიციალური შეხვედრა"- უთხრა "ნიუპოსტს" ნუკრი ქანთარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42