„საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უცვლელია. თუმცა, ჩვენ არ შევწყვეტთ პერიოდულად შევახსენოთ ჩვენს მეზობლებსა და მის დასავლელ პარტნიორებს, რომ დროა, არსებული რეალობა მიიღონ. თავად ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის სტატუსის საკითხის აქტუალობა ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ხელისუფლება არ იღლება ამ საკითხის წამოწევით, რათა ხალხი სოციალური პრობლემებიდან ყურადღება გადაატანინოს“ - განაცხადა კოვემ.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიებზეც ისაუბრა და განაცადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რაც დისკუსიებს ამძაფრებს. კოვეს თქმით, საქართველოში ნატოს ძალების ყოფნა კონფლიქტის მოგავრებას მხოლოდ ართულებს.
„გვიკვირს, რომ ქართული მხარე, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად, გალის მაცხოვრებლებისა და ლტოლვილების უფლებების დარღვევებზე საუბრობენ, როდესაც თვითონ ერევიან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაში და სხვა სახის ბარიერებსაც ქმნიან. ნუთუ მხოლოდ გალის მოსახლეობასა და ლტოლვილებს აქვთ თავისუფლება და გადაადგილების უფლება? რა ხდება აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობასთან დაკავშირებით? - განაცხადა კოვემ.
მასალის გამოყენების პირობები






