არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი შეფასება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ცვლილებათა პაკეტში რამდენიმე არასამართლიანი წესე რჩება.
მათ შორის საუბარია მანდატების განაწილებაზე, ბლოკები გაუქმებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმებაზე. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ცვლილება რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროს ეხება, უკანგადადგმული ნაბიჯებია, მაგალითად, არასამთავრობოები ასახელებენ, ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას, რომელსაც ისინი პოპულისტურს უწოდებენ, რაც პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად.
შეფასებაში საუბარია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის წვლილებაზეც, რასაც არასამთავრობოები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.
განცხადებაში რომელსაც ხელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აწერენ, ნათქვამია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას.
მათვე თქმით, ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე სამოქალაქო სექტორი ალტერნატიულ წინადადებებს დააყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






