იურისტი პოლიტიკოსებს ურჩევს, როცა საქმე ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ეხება, მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციების გამართვა ისწავლონ.
ალაფიშვილი „კოსნტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგების“ არასახარბიელო მაგალითებს იხსენებს და მმართველი ძალის მისამართით ამბობს, რომ ცვლილებების განხორციელება დახურულ კარს მიღმა არ უნდა ხდებოდეს.
"კარგი იქნება, რომ პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილების მიღებამდე, საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტით კონსენსუსის მოძიება ისწავლონ.
კარგი იქნება, სანამ ინიცირება მოხდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხების, როგორიცაა ტერიტორიული მოწყობა, იგივე ინსტიტუციური მოწყობა, გნებავთ არჩევის წესი და არანაკლებ მნიშვნელოვანი - კომპეტენციების განსაზღვრას, გაიმართოს ფართო კონსულტაციები და არა დახურულ კარს მიღმა საუბრები. აქ არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფარულ შეხვედრებს, კომისიის სხდომების ფორმატიც არ არის საკმარისი.
შეიძლება ოპონენტმა თქვას, რომ შემდეგ სახალხო განხილვები დაიწყება, მაგრამ ეს არ არის ის, როცა საზოგადოებას სთავაზობ, მოგწონს თუ არა და განსხვავდება იმისგან, როცა მას ეკითხები - აბა როგორ გადავწყვოტოთ? - ესაა მთავარი. კარგი იქნება თუ ყველა ამ გზით ვისწავლით სიარულს, მოქალაქეები საჯარო გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, პოლიტიკოსები კი ისწავლიან, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები მარტოებმა არ მიიღონ და შესაბამისად, პასუხისმგებლობის წინაშეც მარტო არ დადგნენ.
ჩვენ ამ წესით მიღებული არაერთი გადაწყვეტილება გვახსოვს როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ფიქრობდა, რომ მოირგებდა კონსტიტუციას, და სწორედ მასზე მორგებული კონსტუტუციის გამო დიდწილად აღმოჩნბილან სავარძელს მიღმა და სამწუხაროდ ქვეყნის მიღმაც. საჭიროა ყველამ ახლებურად გაიაზროს სახელმწიფოებრივი საკითხები"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.
ექსპერტმა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა უმცირესობის მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ ”ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით” სიარულს.
ალაფიშვილმა ახალბედა მდინარაძეს კონსტიტუციის კარად წაკითხვა ურჩია.
"სამწუხაროა, როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში პარტიის ლიდერი ასეთ განცხადებას აკეთებს. კარგი იქნება, რომ ახალბედა პოლიტიკოსებმა ცოტა მეტი წაიკითხონ და გაიაზრონ პლებისციტის მნიშვნელობა"- აღნიშნა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






