უნგრეთისა და საქართველოს მთავრობის წევრებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 12:28, 21 Apr, 2017     1035

საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ვიქტორ ორბანმა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების იმედი გამოთქვა.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. წელს აღინიშნება ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. უნგრეთი თვლის, რომ ეს არის ძალიან მტკიცე საფუძველი სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი ნაწილობრივ ამ წლისთავის აღნიშვნასაც ეთმობა,"- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42