"ევროპული საქართველოს" საგანგებო განცხადება - პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:12, 21 Apr, 2017     2286
ევროპული საქართველო ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

როგორც პარტიის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას.

,,მინდა, გამოვეხმაურო სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისიის და საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ. ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს არის სრულიად პოლიტკური სპექტრი, ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას, ამიტომ აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს და მთავარ არბიტრს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს საქართველოს. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ შესაბამისად. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადაწყვეტილების წყარო არის ხალხი" - განაცხადა ბაქრაძემ.

”ევროპული საქართველოს” ლიდერი კვირიკაშვილი, მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერი და დანიშნოს პლებისციტი.

"მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი, რომ იყოს არაერთი ადამიანის ან ერთი პოლტიკური ძალის პრემიერ მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი. მე შეგნებულად ვსაუბრობ პლებისციტზე და არა რეფერენდუმზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმი ინიშნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ოკუპაციის პირობებში ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. რაც მთავარია, ეს იქნება უმაღლესი განაჩენი და ქართველი ხალხის სიტყვა, რომელსაც დაემორჩიელბა თითოეული ჩვენგანი. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, თუ რა სურს ქართველ ხალხს",-დასძინა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42