კანონპროექტის მიხედვით, შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, 500 ლარის ნაცვლად, 300 ლარი უნდა იყოს.
„ეს ცვლილებები არა მხოლოდ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც შეეხო ეს გადაწყვეტილება, მარიხუანას ნარკოტიკის მოხმარებას და საპატიმრო სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას. ვმსჯელობთ რამდენად პროპორციულია სასჯელები, რაც ახლა არის შემოთავაზებული, თუმცა ეს არის ბევრად ჰუმანური მიდგომა და უარის თქმა მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენევროპულ საქართველოში. ცვლილებებს მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.
„მთავარი ის არის, რომ აღარ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ ოდენობამდე. ეს შეიცვლება ჯარიმით ან შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ეს თავისთავად ლიბერალიზაციის პოზიტიური ნაბიჯია,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






