მოხსენებაში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები, მათ შორის სწორედ მედიასთან მიმართებით.
"მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, მაინც გამოითქვა წუხილი მედია მფლობელობაში ძველი და მიმდინარე ცვლილებების გამო. მას გავლენა აქვს მედია პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის მფლობელების შეცვლის მცდელობამ, გამოიწვია არა ერთი შეშფოთება ბევრი საერთაშორისო თანამოსაუბრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან," - წერს ტორბიონ.
იაგლანდი თავის მოხსენებაში 2012 წელს ლგბტ აქტვსტების აქციის დარბევასაც ეხება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ პროცესი კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






