პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მმართველი ძალის მიერ შემუშავებულ პაკეტს საზიანოს უწოდებს.
„ის ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ პაკეტშია, არის საზიანო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. ჰკითხონ ახლა ჩვენს მოქალაქეებს პლებისციტის გზით, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მაგალითად ამ ორ საკვანძო საკითხს - პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ და პროპორციულ სისტემას ურჩევენ, სადაც თანაბრად ნაწილდება მანდატები თუ ამ სისტემას, სადაც პირველ ადგილზე გასული იღებს ყველაზე მეტ მანდატს სხვების ხარჯზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნაციონალურ მოძრაობა მმართველ ძალას კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებს.
„ეს არის ცვლილებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მეტი კეთილდღეობისთვის და სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის გაუქმება, გაუნაწილებელი მანდატების არასამართლიანად გადანაწილება,“ - აცხადებს ნიკა მელია.
ხვალ, კენჭისყრამდე ელოდებიან კონსტიტუციის პროექტში ცვლილებებს ლეიბორისტულ პარტიაში. მათ მიერ ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმი, ხვალ იწურება.
„რა შედეგები მოსდევს პროცესს, როდესაც პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს არც თავისი ქვეყანა და არც გარე სამყარო, ამის მაგალითებია სადამ ჰუსეინი, კადაფი და უფრო ადრე ჩაუშესკო,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






