როგორც ”ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.
ადგილობრივი დროით 21:00 საათზე პოლიციის ავტობუსს ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და სამართალდამცავების მისამართით ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო. ოფიცერის მოკვლის შემდეგ, დამნაშავემ გაქცევა სცადა და მეორე სამართალდამცავის მისამართით გაისროლა, დამნაშავე უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელი ცნობილი იყო უსაფრთხოების სამსახურებისთვის და სამართალდამცავების მოკვლის სურვილს Telegram-ში მიმოწერისას გამოთქვამდა.
პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან გადაადგილებისგან. ელისეის მინდვრები, სადაც შემთხვევა მოხდა ბლოკირებულია პოლიციის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






