მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით სომხეთში სატრანზიტო გადაზიდვების აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი - მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის დაკვირვება, რაც შესაბამისად გულისხმობს მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. მინისტრის განმარტებით, ეს არის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რაც მხარეების მიერ სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






