სუს-ის ანგარიშის მოსმენა დახურულ ფორმატში - საია ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:21, 20 Apr, 2017     1071
საია პარლამენტში სუსის ანგარიშის მოსმენის სრულად დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დანერგვის საჭიროებაა აუცილებელი.


"აღსანიშნავია, რომ ანგარიშის განხილვის როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხომის ნაწილი სრულად დახურულ ფორმატში წარიმართა. გადაწყეტილება სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალური ბუნებით იქნა დასაბუთებული.

ცხადია, გასათვალისწინებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ბუნება, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მომეტებული სახელმწიფო ინტერესი. თუმცა, ამავადროულად მნიშვნელოვანია სამსახურის საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. შესაბამისად, აუცილებელია ამ ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის გონივრული ბალანსის დადგენა, რაც არც ერთ სხდომაზე არ განხორციელებულა.

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის მომეტებული რისკის დაწესებულებების მიმართ (როგორიც ბუნებრივად არის უსაფრთხოების სამსახურები) არსებობდეს შესაბამისი საზოგადოებრივი მონიტორინგი, რაც მხოლოდ წარმოდგენილი ანგარიშის გაცნობის საფუძველზე ვერ მიიღწევა.

ანგარიშის საჯარო ხასიათი სწორედ იმ დატვირთვის მატარებელია, რომ შექმნას სივრცე საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიისთვის. საგულისხმოა, რომ ანგარიშის საკომიტეტო განხილვა წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ ფორმატს საზოგადოებრივი მონიტორინგის განსახორციელებლად, სადაც დაინტერესებული პირებს ეძლევათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები უწყების წარმომადგენლის მხრიდან.

სადავო საკითხს არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის დახურულ ფორმატში განხილვის საჭიროება, თუმცა, ფართო საზოგადოების ისედაც მწირი შესაძლებლობის სრულად მოსპობა, არაპროპორციულად ზღუდავს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სახელით.

სიღრმისეული საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რაც ცხადია გულისხობს არასაჯარო ინფორმაციასთან წვდომასაც, იმგვარად უნდა რეალიზრდეს რომ საფრთხე არ შეუქმნას ისედაც დახურული უწყების მიმართ მოქმედ ძალიან მცირე საზოგადო კონტროლის ბერკეტებს.

დასახელებული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დანერგვის საჭიროებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საკომიტეტო/პლენარული მოსმენების რეჟიმით და მათ შორის გაითვლისწინებს როგორც ღია, ასევე დახურული ფორმატის შეხვედრებს სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიისთვის. აღნიშნულის საჭიროება, არაერხელ იქნა დაფიქსირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაინახავს აღნიშნულ საჭიროებას და იმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე"- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42