ოთარ ჩხეიძის რომანი „ცხრაწყარო“ მესამედ გამოიცა
პოლიტიკა - 17:38, 20 Apr, 2017     1587
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით გამოიცა ოთარ ჩხეიძის რომანი „ცხრაწყარო“, რომელიც ეძღვნება 1937 წლის ტრაგიკულ მოვლენებს. რომანს, რომელიც უკვე მესამედ გამოიცა და რომელიც ერთ-ერთი ნიმუშია ოთარ ჩხეიძის 24-წიგნიანი რომანების ციკლისა - „მატიანე ქართლისაი“, დაერთვის ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურის მკვლევარის ნონა კუპრეიშვილის ესეი - „ძნელად კითხვის ბედნიერება“.

„სიხარული, რომლითაც ოთარ ჩხეიძის ერთგული მკითხველი ჯილდოვდება, სხვა არაფერია თუ არა ძნელად კითხვის ბედნიერება, რომელსაც, ვფიქრობ, ცოტა რამ თუ შეედრება.

თავის დროზე, როდესაც თემატური არჩევნით (რომანები ხომ ჩვენი ყოველდღიურობის სიმახინჯეს, ჩვენს დაულაგებელ მეხსიერებას და მეტად ბუნდოვან მომავალს ეხებოდა) აშკარად კმაყოფილი ზოგიერთი თანამოკალმე მწერალს ჩასწორებაში, „სტილის გასადავებაში“ საკუთარ დახმარებას სთავაზობდა, როდესაც მას მკითხველისგან მწერლის გაუცხოების „ტრაგედიის ხელოვნურად შექმნაში“ სდებდნენ ბრალს, უფრო ადრე კი, ცხოვრების უცოდინარობაზეც მიუთითებდნენ, თამაზ ჩხენკელი მისთვის ჩვეული სიზუსტით წერდა: ამ სტილმა მკითხველი უთუოდ იმიტომ შეაწუხა, რომ მოჩლუნგებული აქვს განსხვავებულ სტილთა აღქმის უნარი. მისი გემოვნების დიაპაზონი ვიწროაო.

ვასილ ბარნოვისადმი მიძღვნილ წიგნში „რომანი და ისტორია“ ოთარ ჩხეიძე სადავოდ გამხდარ ორიგინალურ ხელწერასთან დაკავშირებით ბარნოვის მაგალითზე, ბარნოვისვე დახმარებით თავისი სამწერლო პოზიციის დეკლარირებასაც ახდენდა: „დიდ განზრახვას დიდი სტილი უნდა, დიდ სტილს დიდი ჯაფა, გულმოდგინე, თავაუღებელი შრომა“.

ამიტომაც დაუთქვა საკუთარ თავს, დამთავრდა ყოყმანის დრო, ამიერიდან რაიმე კომპრომისზე, არჩეული გზიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. ასე წარმოგვიდგა ოთარ ჩხეიძის სამწერლო ენა, სტილი მხატვრულ-პოეტურ პოზიციად და არა უბრალო ახირებად,“ - აღნიშნულია ნონა კუპრეიშვილის ესეიში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42