„ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან და „რბილ ძალასთან“ ბრძოლა ჩვენი ამოცანაა“ - თალაკვაძე „გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე
პოლიტიკა - 15:00, 20 Apr, 2017     2253
20 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

„ნიუპოსტი“ საკანონმდებლო წინადადების შესაფასებლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ის მზად არის მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

თალაკვაძე დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპასთან ინტეგრაციასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მყარად უჭერს მხარს:

„ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან და "რბილ ძალასთან" ბრძოლა ყველა ჩვენგანის საერთო ამოცანაა.

საქართველოს მოსახლეობა ევროპასთან ინტეგრაციას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მყარად უჭერს მხარს, რაც საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც ცალსახად ჩანს.

ჩვენ მზად ვართ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები ამ საკითხზე მოვისმინოთ და ერთიანობა ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საკანონდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რომლის თანახმადაც არ იკრძალება რეკლამა თუ არ არსებობს ომისა და ძალადობის პირდაპირი მოწოდება. ხოლო საარჩევნო კოდექსით შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.

აღნიშნული ნორმის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდების ნეიტრალიზება, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42