„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს
პოლიტიკა - 13:58, 20 Apr, 2017     1679

ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპული საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ამის შესახებ განცხადება შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან გააკეთეს. მათი თქმით, განცხადება კომისიის დატოვების შესახებ კანცელარიას დღეს ჩაბარდება და შემდეგ საკონსტიტუციო კომისიას გადაეგზავნება.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ვარიანტი ემსახურება არა სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზანს, არამედ სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებელ და მეტად დიდ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო ძალას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და პრეზიდენტის უფლებამონიჭებებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის რეალური უფლებამოსილებებისაგან დაცლისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მასზე პოლიტიკური კონტროლის განზრახვას.ეს გვარწმუნებს, რომ კომისია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არაფართო კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისათვის რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე აქედან გამომდინარე, და ასევე იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ რიცხოვნობა კომისიაში დომინანტია, კანონპროექტის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებლობა არ გვექნება გავლენა მოვახდინოთ კენჭისყრის შედეგებზე. „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვტოვებთ კომისიას. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ამ კანონპროექტის ავტორს, ერთადერთ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს გააცნო.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული იყოს მათი ვიწრო, ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციურ პარტიებს მუდმივად გაურთულდეთ და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდეს მათი ხელისუფლების შეცვლა:

,,პირველ რიგში, ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნების სისტემას, როდესაც მანდატების გადანაწილების უსამართლო სისტემას გვთავაზობენ. არ ვეთანხმებით რა თქმა უნდა პრეზიდენტის უფლებამოსილებების ასე მნიშვნელოვნად შეკვეცას მისი, როგოც მთავარსარდლის ფუნქციების გაუარესებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


ფოტო- საზოგადოებრივი მაუწყებელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42