ნათელაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტით იმუქრება
პოლიტიკა - 12:14, 20 Apr, 2017     1592
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვა უარი თქვას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე და ე.წ გადაუნაწილებელი მანდატებით ხმების მოპარვაზე. ამასთანავე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით ქვეყნის მთავარ კანონში უნდა შევიდეს, მათ შორისაა უმუშევრების კომპენსდაცია, უმაღლესი განათლების საბიუჯეტო უზრუნველყოფა და სხვა:

„ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და უკვე კონსტიტუციურად შეუდგა ოლიგარქ ბანკირთა დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში. მიდის სახელმწიფო გადატრიალების მცოცავი პროცესი. დარჩენილია 48 საათი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ ულტიმატუმს ვუყენებთ რეჟიმის მეთაურ, კრემლის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი, ხალხის პრეზიდენტი, უარი თქვი ე.წ გადაუნაწილებელი მანდატებით ხმების მოპარვაზე. კონსტიტუციუირად დაკანონდეს უმუშევრებზე კომპენსაცია, უსახლკაროებზე კომუნალური ბინები, გადაუდებელი ჯანდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსება, უმაღლესი განათლების საბიუჯეტო უზრუნველყოფა. აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხოელებზე. ძირითადი კანონით დაკანონდეს საშუალო ევროპული საბანკო პროცენტი, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5-7%-ს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს რომ წინასაარჩევნო დაპირებები ცოტათი მაინც შესრულებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეჟიმს წალეკავს მისგან გამწარებული და მოტყუებული ხალხის მრისხანება, ხოლო ლეიბორისტული პარტია რა თქმა უნდა, გადავა ბოიკოტის რეჟიმში.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის თქმით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ოფიციალურად დაიწყებს უკუსვლას:

„ალბათ არავის რამდენიმე წლის უკან აზრად არ მოუვიდოდა თავში, რომ წაერთვა ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება, ეს იგივეა რომ ხალხს წაართვა სუვერენიტეტი, კონსტიტუცია, დროშა , გერბი და საერთოდ სახელმწიფოებროობა. აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი 90 წლის შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკისა, გუშინ გადავიდა საპრეზიდნეტო მმართველობაზე და დღეს საქართველო, რომელიც არის დაგლეჯილი და ყვავ-ყორნებისგან წაღებული იმის ბედნიერებასაც კი არ ფლობს, რომ თვითონ ხალხმა აირჩიოს სახელმწიფო მეთაური. მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო ვინ ხელმძღვანელობს ჩვენ სახელმწიფოს. ბუჩქებიდან ხელმძღვანელობენ, კაბინეტიდან ხელმძღვანელობენ, პრემიერია უფროსი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ შუშის სასახლეში ზვიგენებთან გამომწყვდეული მატყუარა და თაღლითი კრემლის ოლიგარქი. შესაბამისად იმის წართმევაც რაც დარჩა ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დაიწყებს ოფიციალურად უკუსვლას. მამაცხონებულებო წაიკითხეთ ევროპის კონსტიტუციები, რომელსაც სიტყვით ბაძავთ სადაც ყველაფერია გაწერილი.“- აღნიშნა ნათელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42