საქართველოს მთავრობის მეთაური, გიორგი კვირიკაშვილი ოკუპიორებულ აფხაზეთში რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის ვიზიტს აფასებს.
"ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკითხის შეფასებისას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი ხედვაა, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით.
"თუმცა, საქართველოს მიერ თავისი მოკლე ისტორიის მანძილზე გამოცდილი მღელვარების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აგრძელებს ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკის გატარებას.
"ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო Holiday Inn-ში.
შეხვედრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გახსნა. შეხვედრა ორ დღიანია.
მასალის გამოყენების პირობები






