მასში ნათქვამია, რომ სოხუმში შეხვედრებისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, თანამშრომლობა რეგიონულ და საერთაშორისო მიმართულებებში, სადაც აღინიშნა ჟენევის დისკუსიების ფორმატი.
„18-19 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინიტსრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, მათ შორის ჟენევის დისკუსიების სტაბილურობისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოების თემები. დიალოგმა განხილული პრობლემებისადმი პოზიციების თანხვედრა გამოავლინა, ორმხრივი განწყობა კიდევ უფრო გაააქტიურებს მრავალმხრივ თანმშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპს ემყარება" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






