საერთაშორისო ფაქტორი, რუსეთთან დიალოგი და რეინტეგრაცია - ჯანელიძე კონფლიქტის მოგვარების სამ ასპექტს ასახელებს
პოლიტიკა - 20:54, 19 Apr, 2017     1539
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღებისკენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის სამართლებრივ ჩარჩოებში დარეგულირებას.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა მთავრობის პოლიტიკის მეორე ძირითად ასპექტს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან იმ ტიპის დიალოგის წარმოება, რომელიც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა ხელს უწყობს მესამე, მნიშვნელოვან პუნქტს - რეინტეგრაციის პროცესს, შერიგების პოლიტიკას და საზოგადოების გაერთიანებას.

„ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უქმნის ყველა წინაპირობას რეინტეგრაციის პროცესს, იმისათვის, რომ საზოგადოებები შერიგდნენ და გაერთიანდნენ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვით მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42